ელექტრული ძრავები ორფრთიანი ჭიშკრებისთვის, ფრთის (ალათას) სიგანე 3 მ-მდე ან წონა 600 კგ-მდე.
ინსტრუქცია:
ინსტრუქციის ნახვა ან ჩამოტვირთვა (ინსტალაციის ზომები)
ბროშურა
პროდუქტის კოდი: | 625660 |
მასა: | 24 kg |
პროდუქტის აღწერა
ფრთის მაქსიმალური სიგანის შემთხვევაში ფრთის წონა არ უნდა აღემატებოდეს 400 კგ-ს. ელექტროძრავები კონტროლდება NET24-ის ბლოკის განყოფილებიდან. ელექტროძრავების სამუშაო ძაბვა არის 24 ვოლტი. მთელ სისტემას ელექტროენერგია მიეწოდება სტანდარტული 230 ვოლტის ქსელიდან (ჩაშენებულია დამაქვეითებელი ტრანსფორმატორი). გამოყენების ინტენსივობა 40 ციკლამდე საათში. 3 მეტრამდე ფრთის სიგანეზე. შტოკის სვლა (მოძრაობის მანძილის სიგრძე) 334 მმ. გახსნის/დახურვის ძალის დაყენება, რბილი მოძრაობის გაშვების/დაწყების ფუნქციით, „კარიბჭის“ რეჟიმი და ა.შ. 90-ზე მეტი კონფიგურირებადი პარამეტრი, მათ შორის გარე განათებასთანაც დაკავშირება!!! კომპლექტში შედის: 2 ამძრავი, NET24N/C-ის მართვის ბლოკი, წყვილი LINEAR XS ფოტოელემენტი, AURA/N LED სასიგნალო ნათურა და ორი GTI4 4-არხიანი დისტანციური მართვის პულტი.
ყურადღება!!!! MAC/FM (მექანიკური სტოპერები) არ მოყვება და ცალ-ცალკე უნდა შეიძინოთ!!!!!
ატარეების შეერთების შესაძლებლობა ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში ავტომატიზაციის მუშაობის უზრუნველსაყოფად.

გამძლე ალუმინის კორპუსი. მექანიკური სტოპერები. ხანგრძლივი მომსახურების ვადა.
3 წლიანი გარანტია. Დამზადებულია იტალიაში.
ორფრთიანი ჭიშკრის ავტომატიზაციის კომპლექტი KIT MAC/24NET მოწოდებულია როგორც შეფუთული ელემენტების ნაკრები.
ელექტროძრავის ყუთებში მითითებულია მწარმოებელი ქვეყანა – იტალია, პროდუქტის კოდი(არტიკული), სერიული ნომერი და წარმოების თარიღი.

მიწოდებულ კომპლექტში შედის: 2x ელექტროძრავა ორფრთიანი ჭიშკრისთვის MAC 24, სამონტაჟო ფირფიტების კომპლექტით და განბლოკვის გასაღებებით.

მართვის ბლოკი NET 24 NC განთავსებულია ABS პლასტიკის კორპუსში, აქვს დაცულობის დონე IP55, სარეზერვო ბატარეების დაყენების შესაძლებლობით. მართვის ბლოკში უკვე ჩამონტაჟებულია რადიომიმღები 100 დისტანციური მართვის პულტისთვის;

LINEAR XS სადენიანი ფოტოელემენტების წყვილი

სასიგნალო LED ნათურა AURA/N

4 არხიანი პულტი დისტანციური მართვისთვის (2 ცალი)


მიიჩნევენ, რომ ელექტრო კარიბჭის ხარისხის არაპირდაპირი მაჩვენებელი მისი წონაა. მსუბუქი, პლასტმასის კორპუსიანი ელექტროძრავები, როგორც წესი არ გამოირჩევა ხანგრძლივი ექსპლუატაციით, ხოლო მძიმე მოდელები, იმაზე „მეტყველებენ“, რომ მწარმოებელმა არ დაზოგა კომპონენტებზე და ასეთ ძრავებს უფრო საიმედო კონსტრუქცია აქვთ. “შიშველი” ელექტროძრავის MAC 24-ის წონაა 6 კგ 785 გრამი, რაც დაახლოებით 50%-ით მეტია ვიდრე ბევრი ანალოგიური მოდელის წონა, მათ შორის ზოგიერთი იტალიური მწარმოებლის. რატომ არის ასეთი დიდი განსხვავება და რა განაპირობებს მას? ეს არის მყარი ერთიანი ლითონის კორპუსი, სრულფასოვანი ძლიერი ელექტროძრავა და საიმედო გადაცემათა კოლოფი, რომელიც არ შეიცავს პლასტმასის კბილანებს და ღერძებს.
MAC 24-ის ელექტროძრავის კორპუსი დამზადებულია ალუმინის, თუთიის, მაგნიუმის და სპილენძის მაღალი სიმტკიცის შენადნობისგან. ეს ერთ-ერთი ყველაზე გამძლე ალუმინის შენადნობია, რომელიც ფართოდ გამოიყენება მრეწველობაში. ამ მასალას აქვს საკმაოდ მაღალი გამძლეობა კოროზიის წინააღმდეგ. შენადნობს ასევე აქვს მაღალი სიმტკიცე, მდგრადი და გამძლეა ძალიან მაღალი დატვირთვის დროსაც კი.
ეს ელექტროძრავი დაფარულია/გრუნტით დამუშავებულია კატაფორეზის გამოყენებით და დამატებით დაფარულია მაღალი გამძლეობის პოლიმერული (ფხვნილის) საღებავით. მსგავსი საფარი საშუალებას იძლევა გაუძლოს თითქმის ნებისმიერ მავნე გარემოზე ზემოქმედებას, როგორიცაა თოვლი, ყინული, სეტყვა, წვიმა, აგრეთვე მარილიანი ხსნარების და აგრესიული გარემოს ზემოქმედება. მარილის სპრეის 100-საათით გამოყენებით ჩატარებული ექსპერიმენტი აჩვენებს ამ საფარის შეუდარებელ და განუმეორებელ გამძლეობას.
თითოეული ელექტროძრავა ასევე შეიცავს სტიკერს, რომელშიც მითითებულია წარმოების თარიღი, მოდელი და სერიული ნომერი და მოკლედაა აღწერილი ტექნიკური მახასიათებლები.
ყველა ძრავა აღჭურვილია განბლოკვის მექანიზმით, რომელიც დახურულია დამცავი საფარით/თავსახურით, რომელიც იცავს მას გაყინვისგან.
ელექტრული კავშირებისთვის, ელექტროძრავის უკანა მხარეს არის პლასტმასის საფარი, რომელიც კომბინირებულია ტერმინალის ბლოკთან. გარე დამაზიანებელი ზემოქმედებისგან დაცვის უზრუნველსაყოფად, ყველა დაკავშირებულის სადენი გადის დალუქულ საკაბელო გასასვლელებში.
MAC 24-ის კარიბჭის სამაგრთან დასაკავშირებლად, კორპუსზე არის გათვალისწინებული სამი ხვრელი, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ძრავის ყველაზე ოპტიმალური პოზიცია კარიბჭის ფრთასთან მიმართებით სამონტაჟო სქემის შესაბამისად (იხილეთ ინსტრუქცია ამ მოდელისთვის).
თუ ელექტროენერგია გაითიშა და არ გაქვთ დაყენებული სარეზერვო ბატარეები, სანერვიულო არაფერია. ჩვენ მიერ მოწოდებული ნაკრებიდან ვიღებთ განბლოკვის გასაღებს, ვაბრუნებთ დამცავ საფარს/თავსახურს, მოვათავსებთ გასაღებს და ვაბრუნებთ 180 გრადუსით. ელექტროძრავი განბლოკილია და ჭიშკრის ფრთის გადაადგილება ახლა შესაძლებელია ხელით ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. ელექტროძრავის კვლავ ავტომატურ რეჟიმში დასაბრუნებლად, გასაღები 180 გრადუსით საპირისპირო მიმართულებით გადააბრუნეთ ამოიღეთ გასაღები და არ დაგავიწყდეთ დამცავი საფარის დახურვა.

MAC 24-ის ორფრთიანი კარიბჭის ავტომატიზაციას აქვს საიმედო სამონტაჟო ყური(სამაგრი ფრთა) სვეტზე მისამაგრებლად, რომელიც კორპუსის მონოლითური ნაწილია. ამის წყალობით, მისი გატეხვა თითქმის შეუძლებელია, განსხვავებით იმ შემთხვევებისგან, როდესაც სამაგრი ცალკე დეტალია, განსაკუთრებით თუ ის პლასტმასისგანაა დამზადებული. ქვემოთ მოცემულია ფოტო შედარებისთვის, მარცხნივ არის MAC 24-ის სამაგრი ელემენტი, მარჯვნივ არის სხვა იტალიური მწარმოებლის ავტომატიზაცია.

ჩვენ დავშალეთ MAC 24 ელექტროძრავა ისე, რომ საკუთარი თვალით გენახათ, რომ მასში არსებული გადაცემათა კოლოფი მთლიანად ლითონისაა.

MAC 24-ის ელექტროძრავის გადაცემათა კოლოფი შეზეთებულია მაღალი ხარისხის ლითიუმის საპოხით, რომელიც წარმოებულია Liqui Moly-ის მიერ. აღნიშნული საპოხი განკუთვნილია მაღალი დატვირთვის მქონე გადაცემათა კოლოფებისთვის.
საპოხი საფარი ინარჩუნებს თავის თვისებებს დიდი ხნის განმავლობაში, ხელს უშლის კოროზიას, საიმედოდ იცავს გახეხვისა და ცვეთისგან და ასევე ეფექტურად ამცირებს ხახუნისგან გამოწვეულ დანაკარგებს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამ სერიის ელექტროძრავები წარმოდგენილია მუქი ნაცრისფერი ფერით.
ზომები

ზომები, მმ
ტიპიური ინსტალაცია

ინსტალაციის მაგალითი არის რეკომენდაციულ-გაცნობითი ხასიათის.
მახასიათებლები
ენერგიის მიწოდების ძაბვა | 24 | ვოლტი |
Ენერგომოხმარება | 60 | ვატი |
მაქსიმალური წევის ძალა | 1000 | საათში |
ციკლები | 40 | საათში |
ციკლები | 90 | დღეში * |
ჩამონტაჟებული კონდენსატორი | 8 | მკფ |
სამუშაო ტემპერატურა | -25 ÷ 50 | °C |
ძრავის თერმული დაცვა | 150 | °C |
გახსნის დრო 90° (წმ) | 16 | |
წონა შეფუთვით | 8,8 | კგ |
დაცვის ხარისხი | IPX4 | |
ალათის სიგანე -მდე | 3 | მ |
მზად ვართ ვუპასუხოთ თქვენს ნებისმიერ კითხვას, დაგვიკავშირდით
ᲒᲗᲮᲝᲕᲗ ᲨᲔᲐᲕᲡᲔᲗ ᲧᲕᲔᲚᲐ ᲕᲔᲚᲘ ᲓᲐ ᲩᲕᲔᲜ ᲣᲡᲬᲠᲐᲤᲔᲡᲐᲓ ᲒᲘᲞᲐᲡᲣᲮᲔᲑᲗ