ჩვენ წარმოვიდგენთ სამყაროს, რომელშიც ყველას შეუძლია დაუკავშირდეს და მართოს საკუთარი სახლის, ოფისის ან საჯარო სივრცის ნებისმიერ ელემენტს, როგორც თავად აირჩევს
ჩვენ ვქმნით პროდუქტებსა და სისტემებს შენობებისა და საჯარო სივრცეების ავტომატიზაციისთვის, რომლებსაც შეუძლიათ პროფესიონალებთან და მომხმარებლებთან ურთიერთკავშირი მარტივი და ჭკვიანი გზით
ხალხზე ზრუნვა და სიყვარული ჩვენი საქმიანობის მიმართ, არის ჩვენი კომპანიის საფუძველი. ჩვენი თანამშრომლების ძალისხმევით, ჩვენ ვავითარებთ და ვაწარმოებთ პროდუქტებს, რომლებსაც ყოველდღიურად გამოიყენებს ათასობით ადამიანი მთელს მსოფლიოში
აღმოაჩინეთ ჩვენი სამყარო


ეს არის მრავალწლიანი მუშაობის შედეგი, როდესაც ჩვენ ჩავდეთ ინვესტიცია კვლევაში და შევიმუშავეთ სხვადასხვა ტიპის უზრუნველყოფა. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ და ვთანამშრომლობთ ჩვენს მომხმარებლებთან, ვდებთ ენერგიას, ერთგულებასა და კომპეტენციას ყოველი პროექტის ყველა ეტაპზე
როგორ გამოიყურება ჩვენი სამუშაო?
ჩვენ ვფიქრობთ, როგორც ინსტალაციის სპეციალისტები
სწორედ ისინი წარმოადგენენ ავტომატიზაციის იდეებს, რომელთა გამოყენებასაც შეძლებთ თქვენს სახლში ან ოფისში. ჩვენს პარტნიორ სპეციალისტებთან მუშაობის შედეგად, ჩვენ შევქმენით პრაქტიკულ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი და უზრუნველვყავით ჩვენი მომხმარებლების ყოველი სურვილი..
საიმედო ავტომატიზაცია მოულოდნელობების გარეშე
DEA_ს გუნდი: ჩვენი კომპანიის მთავარი მამოძრავებელი ძალა?
ჩვენ, ისევე როგორც ჩვენი წარმოებული ავტომატიზაცია წარმოვადგენთ საიმედოობას და სპეციფიურობას
როდესაც დაგჭირდებათ რჩევა ან დახმარება, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ : სწრაფად, ეფექტურად და მეგობრულად გიპასუხოთ..
ჩვენ გვჯერა, რომ აუცილებელია პოზიტიური ურთიერთობები ჩვენს პარტნიორებთან, მომხმარებლებთან და კომპანიის თანამშრომლებთან. ჩვენს გუნდში გამოცდილი პროფესიონალების უნარები ერწყმის ჩვენი ახალგაზრდა თანამშრომლების ნიჭსა და ინტუიციას.
სწორედ DEA_ს ოფისში იკრიბება ჩვენი გუნდი ახალი იდეების წარსადგენად და ერთად დასამუშავებლად
ეს არის კონსტრუქციული ადგილი, სადაც ვაერთიანებთ ჩვენს გამოცდილებას და იდეებს ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად და ჩვენი პროდუქციის მუშაობის ხარისხის გასაზრდელად.
ეს მიდგომა ორიენტირებულია DEA_ს გუნდის გარშემო და ხელს უწყობს გლობალურ მონაწილეობას: სხვადასხვა სპეციალისტის მრავალფეროვან ატმოსფეროში, R&D, წარმოების, გაყიდვების, ადმინისტრაციისა და დისტრიბუციის თანამშრომლები მუშაობენ ერთად სათაო ოფისში, Piovene Rocchette-ში.
DEA_ის სამყარო არის მოქმედება, ჩართულობა, საკუთარი წარმატებით კმაყოფილება
შეიტყვეთ ამის შესახებ მათგან, ვინც დარგის სპეციალისტია და შეძლებს თქვენს გარკვევას. ჩვენ გვყავს მრავალი სერტიფიცირებული სპეციალისტი, რომელიც მზად არის აგიხსნათ თუ როგორ ვმუშაობთ და წარმოგიდგინოთ ჩვენი პროდუქცია
იტალიური ნოუ-ჰაუ
სისტემებში, აღჭურვილობასა და სპეციალისტებში ინვესტიციებით ჩვენ ყოველწლიურად ვაუმჯობესებთ ჩვენი პროდუქციის ხარისხს და მომსახურების სტანდარტებს.
პროდუქტის შემუშავების ყველა ეტაპის ცენტრალიზაცია საშუალებას გვაძლევს გვქონდეს სრული კონტროლი წარმოებისა და განაწილების მთელ პროცესზე: ეს ფუნდამენტურია თითოეული ცალკეული ელემენტის ხარისხის უზრუნველსაყოფად. მსგავსი მიდგომა მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ტექნოლოგიებსა და ელექტრონიკას, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უსაფრთხოებაზე.
2013 წლიდან ჯგუფი საგრძნობლად დაწინაურდა DEA HT_სთან თანამშრომლობის შედეგად. ის წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ განყოფილებას, რომელიც პასუხისმგებელია ელექტრონული კომპონენტების შემუშავებასა და წარმოებაზე. 40 ადამიანი გუნდი ჩართულია პროტოტიპების დაპროექტებაში, წარმოებასა და ტესტირებაში. სწორედ ეს ელექტრონული კომპონენტები აკონტროლებენ ჩვენს ავტომატიზაციას.
საიმედო და გამოცდილი იტალიური წარმოება.
DEA მსოფლიოში
DEA_ს ხედვა დაარსების დღიდან ყოველთვის მსოფლიო მაშტაბზე იყო მიმართული. ჩვენ დავიწყეთ ჩვენი იდეებისა და ღირებულებების წარდგენა თითქმის 30 წლის წინ, გავხდით მსოფლიოში აღიარებული და დაფასებული კომპანია მაღალი ხარისხის ავტომატიზაციის პროდუქტით.
ჩვენ გვაქვს 14 ფილიალი მთელს მსოფლიოში, რომელთაგან 8 გაიხსნა 2012 წლიდან: მზარდი მოთხოვნა კომერციული სფეროდან, ამის განმაპირობებელია საერთაშორისო ბაზრების აშკარა დადებითი გამოხმაურების ჩვენს პროდუქტებზე.
ჩვენი ურთიერთობა მომხმარებლებთან ეფუძნება უწყვეტ თანამშრომლობას და ჩვენი პროდუქტისადმი ნდობას. ამავდროულად, ეს ითვალისწინებს ჩვენს აქტიურ მიდგომას პროდუქციის რაოდენობის ზრდისა და განვითარებისთვის.
ექვსი ფილიალი საფრანგეთში, ორი დიდ ბრიტანეთში, თითო გერმანიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში, ბელორუსში და პოლონეთში, ასევე ერთი ფილიალი იტალიაში, ხელს უწყობს DEA_ს ბრენდის პოპულარიზაციას, ამავდროულად განამტკიცებს ჩვენი პროდუქტის განსაკუთრებულობას და მაღალ ხარისხს.
8
ქვეყანა, სადაც არის DEA_ს ფილიალი
14
შვილობილი კომპანია ევროპაში
6
სერვის ცენტრი და წარმომადგენელი საფრანგეთში
+100
ქვეყანა, სადაც დამონტაჟებულია ავტომატური DEA სისტემები