
დისტანციური მართვა
NET-COM
ᲭᲘᲨᲙᲠᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲙᲐᲠᲘᲡ ᲫᲠᲐᲕᲔᲑᲘᲡ ᲓᲘᲡᲢᲐᲜᲪᲘᲣᲠᲘ ᲛᲐᲠᲗᲕᲐ ᲓᲐ ᲓᲘᲐᲒᲜᲝᲡᲢᲘᲙᲐ

Ოდესმე გიფიქრიათ..
რაოდენ მოსახერხებელი იქნებოდა თქვენი კლიენტების ჭიშკრების დისტანციურად მართვა პირდაპირ თქვენი სამუშაო მაგიდიდან?
დააკონფიგურიროთ და დაარეგულიროთ მოძრავი კარებისა და ჭიშკრის პარამეტრები ოფისიდან გაუსვლელად, და თავიდან აიცილოთ საცობები, მანქანით მგზავრობისას დაკარგული დრო.

ეს ყველაფერი შესაძლებელია NET-COM-ით, ჭკვიანი გადაწყვეტილებითთ, რომელიც საშუალებას გაძლევთ დისტანციურად აკონტროლოთ ჭიშკრისა და კარების ავტომატიზაციის გაფართოებული მართვა და დიაგნოსტიკა.
NET-COM აუმჯობესებს ინსტალაციის მენეჯმენტს, აადვილებს თქვენს მუშაობას და აკმაყოფილებს თქვენი კლიენტების მოთხოვნილებებს.
ᲠᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲐᲠᲘᲡ ᲡᲐᲭᲘᲠᲝ NET-COM?
NET-COM არის მოწყობილობა, რომელიც სისტემასთან დაკავშირებისას ხდება მიმღები, რომელსაც შეუძლია მართოს 1500-მდე დისტანციური მართვის პულტი სხვადასხვა ტიპის ბრძანებებით და მიმართვებით.
ეს შესაძლებელს ხდის კონტროლისა და ჩარევის, თუნდაც დისტანციურად, საკონტროლო განყოფილებების მუშაობაში სწრაფად და ზუსტად, ოფისიდან გაუსვლელად.
NET-COM-ის წყალობით შეგიძლიათ:

აკონტროლოთ და შეამოწმოთ ავტომატიზაციის მდგომარეობა
შეამოწმეთ სისტემების სტატუსი. აღმოაჩინეთ ხარვეზი და სწრაფადვე მოაგვარეთ ოფისიდან გაუსვლელად. თქვენ შეგიძლიათ წინასწარ შეაგროვოთ საჭირო სათადარიგო ნაწილები და მხოლოდ ამის შემდეგ შეასრულეთ ტექნიკური მომსახურება, ამით შეძლებთ დროის დაზოგვას და თქვენი დღის განრიგის უკეთ მართვას

სისტემის პარამეტრების მართვა
აკონტროლეთ და შეცვალეთ DE@NET ერთეულების ინსტალაციის პარამეტრები დისტანციურად

მოვლენათა ჩანაწერის მონიტორინგი
იხილეთ საკონტროლო ერთეულში ჩაწერილი ყოველდღიური მოვლენათა ჟურნალი. თქვენ შეძლებთ ნებისმიერ დროს აკონტროლოთ სისტემის მუშაობა და მიიღოთ რეალურ დროში ინფორმაცია შესაძლო ცვლილებებისა თუ ხარვეზების შესახებ

აკონტროლეთ 1500_მდე რადიო დისტანციური მართვის პულტი
დახვეწილი და თანამედროვე მიმღების ფუნქციის წყალობით, შეგიძლიათ გაააქტიუროთ და დისტანციურად მართოთ 1500-მდე რადიომართვის პულტი, თითოეულისთვის კონფიგურაციის მორგება კონკრეტული დროის განსაზღვრით, საათობრივი ინტერვალებით და წლიური კალენდრით

ავტომატური ქმედებების დაყენება
გახსნისა და დაკეტვის პროგრამა კალენდრული დღის მიხედვით ან განსაზღვრული დროის მიხედვით. მაგალითისთვის, შეგიძლიათ დაბლოკოთ ავტომატიზაცია კვირის გარკვეულ დღეებში, არდადეგებზე, ან დააყენოთ გახსნა დილის გარკვეული დროიდან ან დაკეტვა განსაზღვრული დროის შემდეგ
აღმოაჩინეთ NET-COM-ის ყველა უპირატესობა თქვენთვის და თქვენი კლიენტებისთვის
რა სარგებელს იღებს ინსტალაციის სპეციალისტი NET-COM სისტემის გამოყენებით?

NET-COM უამრავ უპირატესობას აძლევს ინსტალაციის სპეციალისტს, რადგან:

ეს მოწყობილობა თავსებადია ნებისმიერი ტიპის ელექტრონული მართვის ერთეულთან
ეს მოწყობილობა მუშაობს როგორც DE@NET-თან, ასევე სხვა წარმოების ავტომატიზაციასთან ერთად. თქვენ შეგიძლიათ სრულად ისარგებლოთ მაღალტექნოლოგიური მიმღების ყველა ფუნქციით.

უზრუნველყოფს სწრაფ დისტანციურ მომსახურებას
თქვენ შეგიძლიათ გადაჭრათ კრიტიკული პრობლემები დისტანციურად, პირდაპირ ოფისიდან. მაშინაც კი, თუ თქვენ დაგჭირდებათ ადგილზე მისვლა დეტალის შესაცვლელად, დისტანციური დიაგნოსტიკის, დროისა და რესურსების ოპტიმიზაციის დამსახურებით გადაადგილებისას დაკარგული დრო იქნება მინიმალური.

უზრუნველყოფს სისტემის სრულ კონტროლს
NET-COM საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ მოქმედებების ფართო სპექტრი ავტომატიზაციით, დისტანციურად, თქვენი ოფისიდან: დისტანციური მომსახურება, კონტროლი, მონიტორინგი და პარამეტრების შეცვლა.

ეს არის მთავარი საშუალება, რითაც ხდება დისტანციური მართვის პულტების დისტანციურად კონფიგურაცია
თუ მომხმარებელმა დაკარგა ან დააზიანა დისტანციური მართვის პულტი, შეგიძლიათ დაამზადოთ ახალი ზუსტად იგივე პარამეტრებით. თქვენ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ძველი პულტის ყველა მონაცემი DEAcloud-დან, გადაიტანოთ იგი ახალზე და გაუგზავნოთ მომხმარებელს. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია დისტანციური მართვის აკრძალვის ფუნქცია KILLER : ძარცვის შემთხვევაში, ახალი პულტი გამორთავს მოპარული პულტის ფუნქციებს აქტივაციიდან მაშინვე.
ᲠᲐ ᲡᲐᲠᲒᲔᲑᲔᲚᲘ ᲛᲝᲐᲥᲕᲡ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲙᲚᲘᲔᲜᲢᲘᲡᲗᲕᲘᲡ?
NET-COM მრავალ უპირატესობას სთავაზობს ინსტალაციის სპეციალისტს, რადგან:
შეამოწმეთ ჭიშკრის მდგომარეობა
თქვენს კლიენტს შეუძლია შეამოწმოს, დარჩა თუ არა მას სახლის კარი ღია სამსახურში ყოფნისას, ან გაუღოს კარი კურიერს, რომელსაც ამანათი მოაქვს სახლში
ჭიშკრის დისტანციურად გაღება ან დაკეტვა
თქვენს მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს სმარტფონი ჭიშკრის გასაღებად გასაღებების ან კოდების საჭიროების გარეშე

დააკავშირეთ DEA_ს მონაცემთა SIM ბარათი
თქვენს მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს DEA_ს მონაცემთა SIM ბარათი 5 წლიანი წინასწარ შეთანხმებული და გადახდილი კონტრაქტით და მიიღოს განსაზღვრული პაკეტი დისტანციური მართვისთვის
აკონტროლეთ შესასვლელები და შესვლის უფლების ქონა
თქვენს კლიენტს შეუძლია მიანიჭოს ან გააუქმოს სისტემაზე წვდომის ნებართვა სურვილისამებრ. მაგალითად, მას შეუძლია მისცეს დისტანციური მართვის პულტი დიასახლისს და დაუშვას სახლში შესვლის ნებართვა მხოლოდ მითითებულ დღეებისა და დროის ინტერვალებში
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲛᲣᲨᲐᲝᲑᲡ NET-COM?
NET-COM – არის მრავალფუნქციური მოწყობილობა, რომლის ინსტალაცია მარტივად შესაძლებელია სულ რამდენიმე ნაბიჯით.
NET-COM_ის მოწყობილობის დასაყენებლად

დაუკავშირეთ ელექტრონული მართვის ერთეული

შედით DEAcloud საცავში

შექმენით კონფიგურაცია
გამორჩეული მახასიათებლები
NET-COM პირდაპირ უკავშირდება DEAcloud_ს,
DEA-ს ონლაინ მონაცემთა ბაზას, რომელიც საშუალებას გაძლევთ:

სისტემის მართვა

რადიო დისტანციური მართვის პულტის კონფიგურაცია

დააყენეთ ავტომატური ქმედებები

აკონტროლეთ სისტემაში შევლის ნებართვა, აპლიკაციის გააქტიურება და კარების გაღება სატელეფონო ზარის მეშვეობით

მართეთ, ჩაწერეთ და შეაფასეთ მონაცემები DE@NET_ის ყველა მართვის ერთეულიდან
NET-COM გარანტიას გაძლევთ თქვენი დროის მნიშვნელოვნად დაზოგვას, ხოლო თქვენს მომხმარებელს – უსაფრთხო ავტომატიზაციას და მის სურვილებზე მორგებულ მომსახურებას
ᲛᲘᲘᲦᲔᲗ ᲛᲝᲜᲐᲬᲘᲚᲔᲝᲑᲐ ᲣᲤᲐᲡᲝ ᲢᲠᲔᲜᲘᲜᲒᲨᲘ
ᲐᲦᲛᲝᲐᲩᲘᲜᲔᲗ NET-COM_ᲘᲡ ᲧᲕᲔᲚᲐ ᲣᲞᲘᲠᲐᲢᲔᲡᲝᲑᲐ ᲗᲥᲕᲔᲜᲗᲕᲘᲡ ᲓᲐ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲙᲚᲘᲔᲜᲢᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ
